პირდაპირი მარკეტინგის და საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის პოლიტიკა
გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 16 აპრილი
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოლიტიკა, რომელიც შეეხება შპს „აჭარა ჯგუფის“ (ს/ნ: 404676169) („დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი“, შემდგომში - „GymBreeze“ „ჩვენ“ ან „ჩვენი“) მიერ პირდაპირი მარკეტინგის და საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერების პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ამ პოლიტიკაზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ იგი და თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის ან/და საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის მიზნით დამუშავებაზე.
ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით თქვენზე მორგებული შეთავაზებების გასაკეთებლად, ასევე, სპეციალური შეთავაზებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენს შესახებ შემდეგი პერსონალური მონაცემები („პერსონალური მონაცემები“ ან „პერსონალური ინფორმაცია“), თუ:
ა) თქვენ მონიშნავთ ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერას ვებგვერდზე ან დაეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის სხვა გზებით ან/და
ბ) თქვენ გამოიწერთ ჩვენს საინფორმაციო ბიულეტინს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ნებაყოფლობითია. თქვენ გაქვთ უფლება უკან გაიხმოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის გარეშე. თუ თქვენ უკან გაიხმობთ თანხმობას ჩვენგან ასეთი კომუნიკაციების მიღებაზე, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ ყოველგვარ შემდგომ მარკეტინგულ კომუნიკაციას არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა ასეთი მოთხოვნის დაყენების დღიდან.
ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ შემდეგი ტიპის პერსონალური მონაცემები:
ა) მარკეტინგის მიზნით:
საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: თქვენი სახელი და გვარი; დაბადების თარიღი; სქესი; თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.
შეძენილი პროდუქტები/სერვისები და ჯავშნები: კორტების, აქსესუარების, ტურნირების, კლასების, მასტერკლასების ჯავშნები, მათ შორის, გამოყენებული ან გაუქმებული ჯავშნები, მათი რაოდენობა, პერიოდულობა, სეზონურობა, შენაძენებს და ჯავშნებს შორის წყვეტა; გახარჯული თანხა; შეძენის/ჯავშნის გამოგზავნის საშუალება/არხი; არჩეული გადახდის მეთოდი; ლიდერბორდის ისტორია.
კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის გახსნის და დაწკაპუნების შესახებ ინფორმაციას - შესაბამისი პლატფორმის საშუალებით, კომუნიკაციის პროცესის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის.
აღნიშნული პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით თქვენზე მორგებული შეთავაზებების გასაკეთებლად.
ბ) საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის მიზნით:
ელექტრონული ფოსტის მისამართს - რომელსაც თქვენ უშუალოდ მიუთითებთ საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერისას;
გამოწერის თარიღს, ელექტრონული ფოსტის გახსნის და დაწკაპუნების შესახებ ინფორმაციას - შესაბამისი პლატფორმის საშუალებით, კომუნიკაციის პროცესის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უშუალოდ თქვენგან, რომელსაც უთითებთ თქვენი ანგარიშის/პროფილის ჩვენთან რეგისტრაციისას მარკეტინგული შეტყობინებების ან/და საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერის დროს და ასევე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შეძენის და გამოყენების შედეგად ჩვენი საოპერაციო სისტემების მეშვეობით.
2. რა სახის კომუნიკაცია შეიძლება მიიღოთ ჩვენგან
თქვენ მიიღებთ ინფორმაციას:
ჩვენი პროდუქტების და სერვისების შესახებ, რომლებიც მორგებულია თქვენს ინტერესებსა და პრეფერენციებზე;
ჩვენი უახლესი მარკეტინგული ბიულეტენების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
რეკლამას და ინფორმაციას შეთავაზებების შესახებ;
ჩვენი სიახლეების და სხვა მესამე მხარეებთან ჩვენი თანამშრომლობის შესახებ;
დაგეგმილი გაყიდვების და აქციების შესახებ;
ჩვენი აფილირებული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტები და სერვისები, მათ შორის, მათი მარკეტინგული საინფორმაციო ბიულეტენი, სპეციალური შეთავაზებები, რეკლამები, გაყიდვები და აქციები.
3. ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგ პირებს:
ა) ჩვენს აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც მოიცავს ჩვენთან აფილირებულ ან დაკავშირებულ სუბიექტებს, ნებისმიერ სუბიექტს და/ან პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჩვენს მიერ, იმყოფება საერთო კონტროლის ქვეშ ჩვენთან ერთად ან კონტროლდება ჩვენთან ერთად სხვა აფილირებული სუბიექტის მიერ საერთო ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით. მოცემული განმარტების მიზნებისთვის, „კონტროლი” გულისხმობს: პირდაპირ ან ირიბ უფლებამოსილებას მართოს და წარმართოს პირის საქმიანობა, საკუთრების, საკონტროლო პაკეტის ან ხმის უფლების საფუძველზე, სახელშეკრულებო თუ სხვაგვარი ურთიერთობებიდან გამომდინარე.
ჩვენი აფილირებული კომპანიებისთვის პერსონალურ მონაცემთა გაზიარება ხდება ჩვენი კომპანიათა ჯგუფის კორპორატიული მმართველობის სტრუქტურის ფარგლებში საერთო ბიზნეს და მარკეტინგული მიზნებისთვის, რათა მოგაწოდოთ მარკეტინგული კომუნიკაცია, როგორც ეს მოცემულია ამ პოლიტიკის მე-2 პუნქტში.
ბ) ჩვენს დასაქმებულებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მათი დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად და რომლებიც შეზღუდულნი არიან კონფიდენციალურობის ვალდებულებებით.
გ) მესამე პირებს, მათ შორის კონტრაქტორები, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები, რათა ჩვენი სახელით ან/და ჩვენთვის შეაგროვონ და დაამუშავონ თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დაგვეხმარონ მოგაწოდოთ ეფექტური და ხარისხიანი სერვისები და ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია და რომლებიც შეზღუდულნი არიან კონფიდენციალურობის ვალდებულებისა და მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების გაზიარება იმ მესამე პირებთან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ოპერირებენ საზღვარგარეთ, ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
კომუნიკაციისთვის გამოყენებული პლატფორმები
კომუნიკაციის თქვენთვის მოსაწოდებლად ჩვენ ვიყენებთ მარკეტინგულ პლატფორმებს: Sendgrid ან/და Omnisend, რომლებსაც ვუზიარებთ ჩვენთვის მოწოდებულ თქვენს ელ. ფოსტის მისამართებს კომუნიკაციის გამოგზავნის მიზნით. აღნიშნული პლატფორმების საშუალებით, ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას ელ.ფოსტის გახსნისა და დაწკაპუნების შესახებ, კომუნიკაციის პროცესის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისათვის.
აღნიშული პლატფორმების მიმწოდებელი კომპანიები წარმოადგენენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლატვიაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც, თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად:
Omnisend Privacy Policy (Omnisend group companies: UAB Omnisend, Verkių g. 25C-1, LT-08223 Vilnius, Republic of Lithuania; Omnisend, LLC. Address – Unit A3, Gateway Tower, 32 Western Gateway, London, E16 1YL; Omnisend, Ltd. 1401 Sam Rittenberg Blvd Suite 2, Charleston, SC 29407, United States).
SendGrid Privacy Policy (Twilio Inc. c/o Corporation Service Company, 251 Little Falls Drive, Wilmington, DE 19808).
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიისთვის მონაცემების გაზიარებით, თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება ასევე შენახულ იქნას შეერთებულ შტატებში მდებარე სერვერებზე. ამერიკის შეერთებული შტატები არ შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, თქვენი პერსონალური მონაცემების საქართველოს იურისდიქციის გარეთ გადაცემით: (ა) ისინი დაექვემდებარება შესაბამისი ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს, (ბ) აღნიშნული კანონების და რეგულაციების მიხედვით, შესაძლოა, ვერ ისარგებლოთ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული იგივე ან ექვივალენტური უფლებებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
გაცნობებთ, რომ ზემოდასახელებული კომპანიები შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებების საფუძველზე იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ მონაცემების დამუშავება ევროკავშირში მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, დაიცვან „პერსონალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობა და დაამუშავონ იგი, მხოლოდ ჩვენი მითითებების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცნობის და თქვენი პერსონალური მონაცემების საქართველოს იურისდიქციის გარეთ გადაცემის რისკების გაცნობიერების შემდეგ, ამ პოლიტიკაზე დათანხმებით, თქვენ ეთანხმებით კომუნიკაციის მიღების მიზნით თქვენი მონაცემების (მათ შორის, ელ. ფოსტის მისამართის) დასახელებული კომპანიებისთვის გაზიარებას და ამ კომპანიების მიერ მონაცემების დამუშავებას მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
4. თუ აღარ გსურთ ჩვენგან კომუნიკაციის მიღება
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიხმოთ თქვენი თანხმობა. თქვენი თანხმობის გახმობა ისეთივე მარტივია, როგორც თანხმობის მიცემა:
თქვენთვის გაგზავნილ ყველა კომუნიკაციას აქვს ინტეგრირებული გამოწერის გაუქმების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად თქვათ უარი კომუნიკაციის სამომავლოდ მიღებაზე;
რეგისტრირებულ მომხმარებელს - პირადი ანგარიშის/პროფილის პარამეტრების შესაბამისი სექციიდან;
თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ამ პოლიტიკის მე-6 პუნქტში მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომუნიკაციის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნა დამუშავდება კანონით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 7 სამუშაო დღე).
5. პერსონალური მონაცემების შენახვა და უსაფრთხოება
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვეპყრობით შესაბამისი გულმოდგინებით, კონფიდენციალურად და მიღებული გვაქვს ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომა, რათა დავიცვათ ეს ინფორმაცია უკანონო გამოყენების, დაკარგვის, ცვლილების, წაშლის, დამუშავებისგან ან სხვა არაავტორიზებული წვდომისა და ზემოქმედებისგან. პერსონალური მონაცემები. ეს ზომები გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას დაცულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირებისთვის, ჩვენი შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად, რომლებიც სავალდებულოა ჩვენი პერსონალისთვის.
ჩვენ შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ჩვენი და/ან ჩვენი შვილობილი კომპანიების/ოპერაციების განმავლობაში, თუ თქვენ უფრო ადრე არ მოითხოვთ მისი დამუშავების შეწყვეტას.
ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ვალდებულება, მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღვრიცხოთ და შევინახოთ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ შემთხვევებში, თუ იარსებებს კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვისთვის (მაგ. ჩვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში).
ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ ამ პოლიტიკის მე-3 პუნქტში მითითებული ყველა მესამე მხარე შეესაბამებოდეს ამ წესებსა და პროცედურებს.
6. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (შპს „პრაივასი ლოჯიქ გრუპ“, ს/ნ: 405222619) შემდეგ რეკვიზიტებზე:
შპს „აჭარა ჯგუფი“ (ს/ნ: 404676169);
საფოსტო მისამართი: საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ. 14
ელექტრონული ფოსტის მისამართი: pdsupport@adjaragroup.com
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რათა ისარგებლოთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული თქვენი უფლებებით. კერძოდ, თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ ასლები, ასევე, მათი გასწორება, განახლება, წაშლა/განადგურება ან დამუშავების შეწყვეტა, ასევე, მონაცემთა გადატანის უფლებით სარგებლობა წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: pdsupport@adjaragroup.com
გთხოვთ, იხილოთ ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმ უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს გაქვთ.
