პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა
განახლების თარიღი: 2026 წლის 16 აპრილი
მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განმარტავს იმ პერსონალურ მონაცემთა ტიპებს და მათი გამოყენების ფორმებს, რომელსაც შპს „აჭარა ჯგუფი“ აგროვებს თქვენგან და იმ უფლებებს, რომლებიც თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით.
ტერმინთა განმარტებები:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: შპს „აჭარა ჯგუფი“ (ს/ნ: 404676169, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოსტავას ქუჩა, N14), იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და რომელიც ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი წოდებული, როგორც „ჯიმ ბრიზი“ / „ჩვენი“ / „ჩვენ“;
პერსონალური მონაცემი ან პერსონალური ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც გიკავშირდებათ თქვენ და რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ თქვენგან.
თქვენი / თქვენ: ჩვენი მომხმარებელი, რომელიც იძენს ან განზრახული აქვს/ დაინტერესებულია შეიძინოს ჩვენი სერვისები და პროდუქტები; სტუმრობს ან/და რეგისტრირდება ჩვენს ვებგვერდზე ან/და მობილურ აპლიკაციაში; იწერს ჩვენს მარკეტინგულ ან/და საინფორმაციო შეტყობინებებს და წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, შემდეგი არხებიდან / წყაროებიდან:
(ა) ჩვენს ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში სტუმრობა ან/და მომხმარებლის პროფილის შექმნა;
(ბ) ჩვენი მომხმარებლის მიერ ჩვენი სერვისების დაჯავშნის შემდეგ მეგობრის მოწვევა გადახდისთვის (ასეთი მეგობარი შეიძლება იყოს ან არ იყოს ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებელი);
(გ) ჩვენი პროდუქტების/სერვისების დაჯავშნა ან/და შეძენა;
(დ) ჩვენი მარკეტინგული და საინფორმაციო შეტყობინებების გამოწერა (მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვახდენთ პირდაპირი მარკეტინგის/საინფორმაციო ბიულეტენის მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ ბმულზე განთავსებულ ჩვენი პირდაპირი მარკეტინგის/საინფორმაციო ბიულეტენის პოლიტიკას);
(ე) ჩვენს საკომუნიკაციო ცენტრთან (ცხელ ხაზთან) დაკავშირება;
(ვ) ჩვენ სივრცეებში ფიზიკური ვიზიტი, ვინაიდან ჩვენს ობიექტებზე დამონტაჟებულია ვიდეო-მონიტორინგის კამერები ყველა შესაბამისი და ადეკვატური უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვიდეომონიტორინგის ადგილები მონიშნულია შესაბამისი ნიშნით და ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოთხოვნასა და სტანდარტს, რომელიც ვრცელდება ასეთი ვიდეო-მონიტორინგის კამერების განთავსებასა და გამოყენებაზე.
(ერთობლივად წოდებული, როგორც „მონაცემთა შეგროვების წყაროები“, ხოლო, ცალ-ცალკე, ყოველ კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებით, როგორც „აქტივობა“ მხოლობითში ან „აქტივობები“ - ორივესთან მიმართებაში მრავლობითში).
თქვენ მიერ ზემოაღნიშნული „აქტივობებიდან“ ერთ-ერთის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ თქვენ გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და მასში ასახულ ნებისმიერ ცვლილებას.
მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ამავე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-8 მუხლში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.
პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან
იმისდამიხედვით, რომელ აქტივობას ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა პერსონალური მონაცემი შევაგროვოთ. შესაბამისად, იხილეთ ქვემოთ სია შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთან დაკავშირებით თითოეულ აქტივობასთან მიმართებაში:
(ა) თუ თქვენ მხოლოდ სტუმრობთ „ვებგვერდს“, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: ტექნიკური მონაცემი (ე.წ. აი-პი მისამართი, ლოგ-ინ დატა, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, დროის ზონის კონფიგურაცია და ლოკაცია, ბრაუზერის „ფლაგ-ინ“ ტიპები და ვერსიები), იმ მოწყობილობის საოპერაციო სისტემა, პლატფორმა და სხვა სახის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებთ მოცემულ „ვებ-გვერდზე“ წვდომის დროს), „ვებ-გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (თქვენ მიერ ვებგვერდის, ამავე ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია);
(ბ) თუკი თქვენ რეგისტრირდებით, როგორც მომხმარებელი ჩვენს ვებ-გვერდზე/მობილურ აპლიკაციაში, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ შემდეგ ინფორმაციას: თქვენი სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, პირადი ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი;
(გ) თუკი თქვენ იწვევთ მეგობარს თქვენთან ერთად თანაგადახდისთვის, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, განსხვავდება იმისდა მიხედვით, არის თუ არა თქვენი მეგობარი რეგისტრირებული მომხმარებელი ჩვენს ვებ-გვერდზე. თუკი თქვენი მეგობარი ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებელია, მის შესახებ ჩვენ გვაქვს იგივე პერსონალური მონაცემი, რაც მოცემულია ამ მუხლის ზედა „ბ“ ქვეპუნქტში. თუკი თქვენი მეგობარი ჩვენი მომხმარებელი არაა, ჩვენ მის შესახებ ვიღებთ სახელს, გვარს, და მობილური ტელეფონის ნომერს. ამ ინფორმაციას ვიყენებთ მათთან დაკავშირებისთვის და გადახდის დასრულებისთვის. ჩვენ არ ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობას მათთან;
(დ) ჩვენი პროდუქტების/სერვისების შეძენის/დაჯავშნის შედეგად, გარდა (ა) და (ბ) პუნქტი მითითებული მონაცემებისა, ჩვენ ვაგროვებთ: კორტების და აქსესუარების დაჯავშნის ისტორიას; ტურნირების ან/და კლასების/მასტერკლასების ისტორიას და ლიდერბორდის ისტორიას; სქესს და გადახდის მეთოდს.
(ე) ჩვენს სივრცეებში ვიზიტისას თქვენ დაექვემდებარებით ვიდეომონიტორინგს ჩვენი ობიექტების შენობებში და მათ გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების მეშვეობით, რის თაობაზეც თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.
ვ) თუკი თქვენ უკავშირდებით ჩვენს საკომუნიკაციო ცენტრს, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: საიდენტიფიკაციო მონაცემები (თქვენი სახელი და გვარი) და საკონტაქტო ინფორმაცია (თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის/მობილურის ნომერი) და საუბრის აუდიოჩანაწერს (იმ შემთხვევაში, როდესაც ამის შესახებ განაცხადებთ თანხმობას შესაბამისი ღილაკის არჩევით).
ჩვენ არ ვაგროვებთ საბანკო ბარათის მონაცემებს გადახდისთვის. შესაბამისად, არ გვაქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე. გადახდისთვის თქვენ მისამართდებით მესამე პირის (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) გვერდზე და იქ პერსონალური მონაცემი გროვდება აღნიშნული მესამე პირის პოლიტიკის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოჩამოთვილი მონაცემის მითითება არ არის სავალდებულო, ამის შესახებ მითითებულია შესაბამის სააპლიკაციო ველებში.
პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზნები
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებით და ფარგლებში:
(ა) რომ მოგაწოდოთ ჯიმ ბრიზის ხარისხიანი სერვისი, მათ შორის, უზრუნველვყოთ ჯავშნები და რეზერვაციები;
(ბ) უზრუნველვყოთ, რომ ყველა ადეკვატური და საჭირო უსაფრთხოების ზომა დაცულია, მომხმარებლების მიერ პადელის კორტებზე წვდომისთვის, მათ შორის, ჩვენს სივრცეებში ვიზიტის დროს;
(გ) რომ დავიცვათ კანონისმიერი მოთხოვნები, ასევე განვახორციელოთ მმართველობითი, სამართლებრივი, ფინანსური და ანალიტიკური ფუნქციები კომპანიების ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც მიეკუთვნება მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირები შესაბამისი შიდა კორპორატიული მმართველობითი წესებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
(დ) რომ ვაწარმოოთ მარკეტინგული აქტივობები და გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ჩვენი სიახლეების შესახებ, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგი - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი აშკარა თანხმობა მოპოვებულია ასეთი აქტივობების თქვენთან მიმართებაში წარმოებაზე ჩვენი პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკის შესაბამისად;
(ე) ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებით თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების თქვენს მოთხოვნილებებზე მოსარგებად;
(ვ) ჩვენი მომხმარებლების პრეფერენციების მისაღებად; მომხმარებლების და მათი გამოცდილების სტატისტიკისა და ანალიზისთვის;
(ზ) ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური ინტერესი, რასაც ჯიმ ბრიზთან მიმართებაში ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
ვიდეომონიტორინგი
დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის; მომხმარებლების, ვიზიტორების, მესამე პირების და თანამშრომლების უსაფრთხოების (მათ შორის, ჯანმრთელობის და ქონების უსაფრთხოების) უზრუნველყოფის და საკუთრების დაცვის; შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენს ობიექტებში და მათ გარე პერიმეტრზე განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი. მონიტორინგს დაქვემდებარებულ სივრცეებში განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. ინციდენტების გარეშე ჩანაწერები ინახება 3 თვემდე ვადით (ლოკაციის შესაბამისად).
მესამე პირი კონტრაქტორები
ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ კონტრაქტორების მიერ შემოთავაზებული სერვისებით, მათ შორის:
(ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - გადახდის სერვისების მოწოდებისთვის ჩვენ გვყავს მესამე პირი კონტრაქტორი - შპს „თიფეი“ ს/კ: 402291220. იგი აგროვებს ინფორმაციას გადახდის მიზნებითვის. ჩვენ არ ვაგროვებთ საბანკო ბარათის მონაცემებსა და რეკვიზიტებს. შესაბამისად, არც ამ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა. გადახდისთვის თქვენ მისამართდებით მესამე პირი გადახმდელის გვერდზე და ინფომრაცია გროვდება და მუშავდება მესამე პირის პოლიტიკის შესაბამისად;
(ბ) ჩვენი აფილირებული პირები - რომლებიც მოიცავს ჩვენთან აფილირებულ ან დაკავშირებულ სუბიექტებს, ნებისმიერ სუბიექტს და/ან პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჩვენს მიერ, იმყოფება საერთო კონტროლის ქვეშ ჩვენთან ერთად ან კონტროლდება ჩვენთან ერთად სხვა აფილირებული სუბიექტის მიერ საერთო ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით. მოცემული განმარტების მიზნებისთვის, „კონტროლი” გულისხმობს: პირდაპირ ან ირიბ უფლებამოსილებას მართოს და წარმართოს პირის საქმიანობა, საკუთრების, საკონტროლო პაკეტის ან ხმის უფლების საფუძველზე, სახელშეკრულებო თუ სხვაგვარი ურთიერთობებიდან გამომდინარე.
ჩვენი აფილირებული კომპანიებისთვის პერსონალურ მონაცემთა გაზიარება ხდება ჩვენი კომპანიათა ჯგუფის კორპორატიული მმართველობის სტრუქტურის ფარგლებში საერთო ლეგიტიმური, ფინანსური, იურიდიული და კორპორატიული მიზნებისთვის. ჩვენ მხოლოდ ისეთ აფილირებულ პირებს ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ჯგუფიდან, რომელთაც სჭირდებათ თქვენი მონაცემების დამუშავება ამავე მუხლში მითითებული მიზნებისთვის და რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, შენახვას და გაუმჟღავნებლობას იცავენ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალობის იგივე სტანდარტებით.
(გ) მარკეტინგული კომუნიკაციისთვის გამოყენებული პლატფორმების მიმწოდებლები - კომუნიკაციის თქვენთვის მოსაწოდებლად ჩვენ ვიყენებთ მარკეტინგულ პლატფორმებს: Sendgrid (Twilio Inc. c/o Corporation Service Company, 251 Little Falls Drive, Wilmington, DE 19808) ან/და Omnisend (Omnisend group companies: UAB Omnisend, Verkių g. 25C-1, LT-08223 Vilnius, Republic of Lithuania; Omnisend, LLC. Address – Unit A3, Gateway Tower, 32 Western Gateway, London, E16 1YL; Omnisend, Ltd. 1401 Sam Rittenberg Blvd Suite 2, Charleston, SC 29407, United States).
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები:
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი საფუძვლებით:
(ა) თქვენი თანხმობის საფუძველზე;
(ბ) თუ მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენსა და ჩვენ შორის დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
(გ) თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
(დ) თუ მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
(ე) თუ, კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან თუ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეთ;
(ვ) თუ მონაცემები დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად/ მომსახურების გასაწევად;
(ზ) თუ მონაცემების დამუშავება აუცილებელია ჩვენი ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად და არ არსებობს თქვენი უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი. ასეთ ინტერესს შესაძლოა წარმოადგენდეს: სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება; ტრანზაქციების განხორციელების დამადასტურებელი და სხვა მტკიცებულებების შენახვა; პროდუქტების და სერვისების განვითარება, ბიზნესის გაზრდა, მომხმარებელთა კატეგორიების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მომსახურების გაუმჯობესება.
თანხმობის გამოხმობა
თქვენ შეგიძლიათ მონაცემების დამუშავების შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნა წარმოადგინოთ ამ პოლიტიკის მე-8 პუნქტში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე. თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, თქვენი მონაცემების დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება/განადგურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თანხმობა მონაცემების დამუშავების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს. თანხმობის გამოთხოვამ, შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი ზოგიერთი მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვა.
შენახვის ხანგრძლივობა და უსაფრთხოება
ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, რაც მოცემულია ამ დოკუმენტის მე-2 მუხლში. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მომსახურების მიღებიდან/ანგარიშის გაუქმებიდან 3 წლის ვადით. თუ დამუშავების არც მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზანი აღარ არსებობს, ჩვენ რუტინული წესით წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს ან შევინახავთ მათ არაიდენტიფიცირებადი და დეპერსონალიზებული ფორმით, ხოლო ვახდენთ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა მინიმიზაციას მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა დარჩენილი აქტიური და ვალიდური მიზნების მისაღწევად.
ჩვენ ვიღებთ მონაცემების უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომას და მკაცრად ვაკონტროლებთ იმ პირთა წრეს, რომლებსაც მონაცემებზე აქვთ დაშვება მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების ფარგლებში, თუმცა არ ვართ პასუხისმგებელი მონაცემებზე მესამე პირთა არასანქცირებულ წვდომაზე.
პროფაილინგი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რათა გამოვავლინოთ თქვენი პრეფერენციები, რომლებიც გვეხმარება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებასა და დახვეწაში. მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ აგრეთვე აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ თქვენი პერსონალური მონაცემები დავამუშავოთ პროფაილინგის მიზნებისთვის. პროფაილინგი ემსახურება თქვენი მოთხოვნების, სურვილებისა და პრეფერენციების ანალიზის მიზანს, რომ თქვენი ვიზიტი ჩვენს კორტებსა და სივრცეებში გავხადოთ უფრო კომფორტული და სასიამოვნო და რომ შემოგთავაზოთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული და შექმნილი გამოცდილება. უფრო კონკრეტულად, პროფაილინგის მიზნებისთვის, ჩვენ თქვენ შესახებ შეიძლება გავაანალიზოთ: თქვენი სქესი; ასაკი; შეძენილი პროდუქტები/სერვისები და ჯავშნები (მათ შორის, გამოყენებული ან გაუქმებული ჯავშნები), მათი რაოდენობა, პერიოდულობა, სეზონურობა, შენაძენებს და ჯავშნებს შორის წყვეტა; გახარჯული თანხა; შეძენის/ჯავშნის გამოგზავნის საშუალება/არხი; არჩეული გადახდის მეთოდი.
თქვენი უფლებები და ვალდებულებები
მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიხედვით, თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ჩვენი მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯის დაკისრების გარეშე, ისარგებლოთ შემდეგი უფლებებით მონაცემებთან მიმართებაში:
(ა) მიიღოთ ინფორმაცია თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ და რომელი საფუძვლებისა და პრინციპების დაცვით;
(ბ) მიიღოთ ინფორმაცია ყველა იმ წყაროზე საიდანაც ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
(გ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადებზე. ხოლო, თუ კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული, შესაბამისი კრიტერიუმის შესახებ, რომელიც ადგენს ასეთ ვადას;
(დ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და ლეგიტიმურ მიზნებზე. აგრეთვე, თუ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას, ასეთი გადაცემის ეტაპზე ჩვენ მიერ შემუშავებულ და დანერგილ მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებზე;
(ე) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებ პირებზე და მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემის საფუძვლებსა და მიზნებზე;
(ვ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ინდივიდუალური დამუშავების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის პროფაილინგზე (არსებობის შემთხვევაში) და იმ ლოგიკაზე, რომელსაც ვიყენებთ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. აგრეთვე, მიიღოთ ინფორმაცია მის გავლენაზე მონაცემთა დამუშავების პროცესში და ასეთი დამუშავების შედეგად მისაღებ სავარაუდო შედეგებზე;
(ზ) მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;
(თ) გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე; და/ან
(ი) მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და/ან კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
თქვენ, აგრეთვე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან განადგურება ან ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ თქვენს მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი 10 სამუშაო დღის ვადაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენს მოთხოვნაზე თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება ჩვენს ლეგიტიმურ და კანონიერ ინტერესებს, საჯარო ინტერესს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს ან დადგენილ მოთხოვნებს. თქვენს მოთხოვნაზე ჩვენი უარი წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასაბუთებითა და ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების გზების მითითებით.
გთხოვთ, აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი იმ პერსონალური მონაცემების წაშლას ან განადგურებას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად, ჩვენ ვეღარ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას.
თუ სურვილი გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემთან მიმართებით მოგვმართოთ ზემოაღნიშნული ნებისმიერი მოთხოვნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-8 მუხლში მითითებულ ჩვენს საკონტაქტო რეკვიზიტებზე.
თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ჩვენთვის ან მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოგვეშვას ჩვენთვის არაზუსტი, მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, როდესაც თქვენ გვაწოდებთ თქვენი მეგობრის მობილურის ნომერს გადახდისთვის, რომელიც არ არის ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებელი ჩვენს ვებ-გვერდზე, ჩვენ ვმოქმედებთ იმ პრეზუმფციით, რომ გაგაჩნიათ ყველა საჭირო თანხმობა ამ ინფორმაციის გასაზიარებლად. თქვენ გვიცავთ და უვნებელს გვტოვებთ ყველა იმ ზიანისგან, რაც შეიძლება მოგვადგეს რაიმე სახის პრეტენზიისგან ამ ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში.
საკონტაქტო ინფორმაცია და მარეგულირებელი კანონმდებლობა
ჯიმ ბრიზის ვებ-გვერდი, ეს პოლიტიკა და ნებისმიერი დოკუმენტი/ფორმა, რომელსაც აღვასრულებთ ამ პოლიტიკის საფუძველზე, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებულ დოკუმენტს.
ნებისმიერი კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (შპს „პრაივასი ლოჯიქ გრუპ“, ს/ნ: 405222619) შემდეგ რეკვიზიტებზე:
შპს „აჭარა ჯგუფი“ (ს/კ: 404676169)
იურიდიული მისამართი: 14 Kostava Street, Tbilisi, Georgia
