წესები და პირობები
განახლების თარიღი: 16 აპრილი, 2026
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ჯიმ ბრიზის მომსახურებითა და ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს. წინამდებარე დოკუმენტი მავალდებულებელი ხასიათის ხელშეკრულებაა ჯიმ ბრიზის მომხარებელს (რომელიც ადასტურებს ამ წესებს და პირობებს) და ჯიმ ბრიზს შორის.
ჯიმ ბრიზი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, შპს „აჭარა ჯგუფი“ (ს/კ: 404676169, მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა N14, საქართველო), რომელიც აგრეთვე არის ამ ვებ-გვერდის მესაკუთრე და ამ ვებ-გვერდის საშუალებით შეძენილი მომსახურების მომხმარებლისთვის მიმწოდებელი, კერძოდ Gym Breeze პადელის კორტების, პადელის ტურნირებისა და პადელის ჯგუფური ვარჯიშების ოპერატორი (შემდგომში დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც „ჯიმ ბრიზი“).
ამ წესებზე დათანხმებით, ვებ-გვერდის მომხმარებელი ეთანხმება ამ წესებსა და პირობებს და მის ყველა შემადგენელ ნაწილს (მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას, Gym Breeze პადელის კორტებზე განთავსებულ ქცევის წესებს) და თანხმობას აცხადებს, რომ წესები და პირობები გავრცელდეს მასზე.
ჯიმ ბრიზი უფლებას იტოვებს, პერიოდულად ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში, რა შემთხვევაშიც შესაბამის შეტყობინებას მიაწოდებს მომხმარებელს ამავე ვებ-გვერდზე შესაბამისი ფოფ-აფ (pop-up) ფანჯრის გამოტანის გზით. ასეთ დროს მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობა არ მოითხოვება. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის გაგრძელება მიიჩნევა მომხმარებლის თანხმობად ასეთ ცვლილებებზე.
რა მომსახურებას აწოდებს მომხმარებელს ჯიმ ბრიზი?
ჯიმ ბრიზის პადელის კორტები: ჯიმ ბრიზი ყიდის საათებად (60 წუთი) დაყოფილ სათამაშო დროებს, რითაც მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირდება ამ ვებ-გვერდზე და შეიძენს შესაბამის დროს, მისცემს საშუალებას, მითითებულ დროს დაშვებულ იქნას ჯიმ ბრიზის მიერ ოპერირებად პადელის კორტებზე და ითამაშოს პადელი საკუთარი ან ჯიმ ბრიზის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული აქსესუარების დახმარებით. აქსესუარები მომხმარებელს გადაეცემა შესაბამისი აქსესუარის ქირავნობის საფასურის გადახდის საფუძველზე შეძენილი სათამაშო დროის ვადით;
ჯიმ ბრიზის პადელის ტურნირები: ჯიმ ბრიზი პერიოდულად დაგეგმილი პადელის ტურნირების ფარგლებში, ტურნირის მონაწილეებს აწოდებს პადელის კორტებს, რომლის ფაგრლებშიც მონაწილეები შეძლებენ დამატებით ისარგებლონ პადელის სათამაშოდ გამოყოფილი ჩოგნებითა და ბურთებით და აგრეთვე, ტურნირის play-off ეტაპზე მსაჯის მომსახურებით. მოხმარებელს, რომელიც დარეგისტრირდება ამ ვებ-გვერდზე და შეძლებს ტურნირის ბილეთების შეძენას, შეძლებს ტურნირში მონაწილეობის მიღებას თუ მისი მხრიდან არ იქნება დარღვეული ტურნირის წესებით გათვალისწინებული ის წესები, რომელიც კრძალავს მონაწილის მიერ ტურნირზე დასწრებას და თამაშს.
ჯიმ ბრიზის პადელის ჯგუფური გაკვეთილები: ჯიმ ბრიზი პადელის ჯგუფური გაკვეთილების ფარგლებში, მოთამაშეებს უზრუნველყოფს თვის ჭრილში 12 (თორმეტი) 1 (ერთი) საათიანი პადელის ჯგუფური ვარჯიშით, კვირაში 3 (სამი) დღე, მოთამაშეების მიერ არჩეული ვარჯიშის დონის (დამწყები ან მოყვარული) შესაბამისად. პადელის ჯგუფური გაკვეთილების ფარგლებში, მოთამაშეები ისარგებლებენ არჩეული მწვრთნელის მომსახურებით და აგრეთვე, პადელის სათამაშო ჩოგნებით, ბურთებითა და პადელის სათამაშოდ საჭირო სხვა ინვენტარით. მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ამ ვებ-გვერდზე და შეიძენს პადელის ჯგუფურ გაკვეთილებს, შეძლებს Gym Breeze-ის აღნიშნული მომსახურებით სარგებლობას, თუ მისი მხრიდან არ იქნება დარღვეული წინამდებარე წესები და პირობები.
Gym Breeze მოთამაშეებს სთავაზობს პადელის ჯგუფური გაკვეთილების 2 (ორი) სხვადასხვა დონეს:
დამწყები - საერთოდ არ აქვს ან აქვს მცირე გამოცდილება ჩოგნის სპორტში;
საშუალო - სულ მცირე 3 თვე და არაუმეტეს 1 წელია რაც სისტემატურად თამაშობს პადელს.
მოთამაშეები თავად ირჩევენ თუ რომელი დონის პადელის ჯგუფური გაკვეთილებით სურთ სარგებლობა და შესაბამისად, მოთამაშეები თავად არიან პასუხისმგებლები სწორად აირჩიონ შესაბამისი დონე, პადელის სათამაშოდ თავიანთი უნარჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
როგორ ვისარგებლოთ ჯიმ ბრიზის მომსახურებით? ვებ-გვერდზე მომხარებლის რეგისტრაცია
თუ მოხმარებელს სურს, ისარგებლოს ჯიმ ბრიზის მომსახურებით, იგი უნდა მიჰყვეს შემდეგ ინსტრუქციას:
პადელის კორტებით სარგებლობისთვის ა) უნდა დარეგისტრირდეს ამ ვებ-გვერდზე, როგორც უნიკალური მომხმარებელი და (ბ) შეიძინოს შესაბამისი დრო პადელის კორტებზე დასაშვებად სათამაშო აქსესუარებით (აქსესუარის ქირავნობის საფასურის გადახდით) ან მის გარეშე.
თამაშის დროები, კორტის შესახებ ინფორმაცია, აქსესუარ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც უკავშირდება შეძენილ მომსახურებას, მოცემულია ვებ-გვერდზე და ამის შესახებ მომხარებელს ეცნობება შესაბამისი ჯავშნის შექმნის დროს და შემდგომ შენახულ იქნება ჯავშნის ველში.
მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სათამაშო დრო მითითებული ოდენობით და მითითებულ თარიღზე. თითო პადელის კორტზე დაიშვება ერთი მოთამაშიდან ოთხ მოთამაშემდე, მაგრამ არა უმეტეს ოთხი მოთამაშისა.
პადელის ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად (ა) უნდა დარეგისტრირდეს ამ ვებ-გვერდზე, (ბ) შეიძინოს ტურნირის ბილეთ(ები)ი და (გ) ტურნირზე დასაშვებად, მოაწეროს ხელი ჯიმ ბრიზის პადელის კორტებზე არსებულ სარეგისტრაციო ფორმას.
ტურნირის თარიღები, დრო და ტურნირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მონაწილეებს ეცნობებათ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც ჯიმ ბრიზმა აგრეთვე შესაძლოა განათავსოს თავის საკომუნიკაციო არხებში.
პადელის ჯგუფური გაკვეთილებით, იგი: (ა) უნდა დარეგისტრირდეს ამ ვებ-გვერდზე (ბ) ჯგუფი დააკომპლექტოს ჯამურად 4 (ოთხი) მოთამაშისგან და (გ) შეიძინოს პადელის 12 ჯგუფური გაკვეთილი.
პადელის ჯგუფური გაკვეთილების დონეს, მწვრთნელს და ვებ-გვერდზე შემოთავაზებულ თარიღებსა და გრაფიკს მოთამაშე ირჩევს პადელის ჯგუფურ გაკვეთილებზე რეგისტრაციისა და აღნიშნული მომსახურების შეძენის ეტაპზე.
შეძენილი პადელის ჯგუფური გაკვეთილების მოთამაშეების მხრიდან გაცდენა (მოთამაშეების რაოდენობის მიუხედავად) არ ექვემდებარება აღდგენას და/ან აღნიშნულ მომსახურებაში გადახდილი თანხა გაცდენილი პადელის გაკვეთილების ღირებულების პროპორციულად დაბრუნებას.
არჩეული პადელის ჯგუფური გაკვეთილების დონე, მწვრთნელი, განრიგი და ჯგუფი არ ექვემდებარება აღნიშნული მომსახურების შეძენის შემდგომ გაუქმებას, ცვლილებას ან გადაცვლას, გარდა წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული საგამონაკლისოდ შემთხვევებისა.
Gym Breeze უფლებამოსილია მოთამაშეების წინასწარი თანხმობის გარეშე, ნებისმიერ ჩანიშნულ ჯგუფურ გაკვეთილზე შეცვალოს მწვრთნელი სხვა, იგივე პროგრამის (გაკვეთილების დონის) მწვრთნელით, რაც არ გამოიწვევს გაკვეთილების პროგრამაში ცვლილებას, ვინაიდან კონკეტული დონის პროგრამას მწვრთნელები უცვლელად წარმართავენ ვარჯიშებს ასეთი პროგრამისთვის (გაკვეთილების დონისთვის) დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად.
რეგისტრაციისთვისა და პადელის ჯგუფური ვარჯიშების შესაძენად, აუცილებელია მომხმარებელმა ჯგუფი დააკომპლექტოს არანაკლებ და არაუმეტეს 4 (ოთხი) მოთამაშისგან
ჯიმ ბრიზის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი მონაცემების მითითება:
სახელი, გვარი;
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მობილური ნომერი;
რეგისტრაციით მომხმარებელი ეთანხმება და უდასტურებს ჯიმ ბრიზს, რომ:
წარმოადგენს სრულწლოვან (18 წელი და ზემოთ) და ქმედუნარიან პირს;
მის მიერ მის შესახებ მითითებული ინფორმაცია არის სრული და ზუსტი;
არ იყენებს ვებ-გვერდს ყალბი ან სამართლებრივად მის საკუთრებაში/განკარგვაში არარსებული ინფორმაციის/აქტივის განკარგვის მიზნით;
არ დაარღვევს სხვა პირების უფლებებს კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებით ან სხვაგვარად;
არ გამოიყენებს წინამდებარე ვებ-გვერდს იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს ჯიმ ბრიზის მიერ პადელის კორტებით ან ამ ვებ-გვერდით ოპერირებას;
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმების თარიღიდან და მისი მოქმედების ვადის განმავლობაში მომხმარებელი, ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის გადახდას ამ სუბიექტის სახელით, სუბიექტის ხელმძღვანელები, დირექტორ(ებ)ი, თანამშრომლები, აგენტები, წარმომადგენლები, სუბიექტის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი მფლობელ(ებ)ის), არ არიან სანქცირებულ პირთა სიაში, არ მოქმედებენ სანქცირებული პირის სახელით ან/და დავალებით ან/და არ არიან პირდაპირ ან/და არაპირდაპირ სანქცირებული პირის დაქვემდებარებაში/მფლობელობის ქვეშ („სანქცირებული პირი“ განსაზღვრულია, როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მთავრობა, რომელზეც ვრცელდება ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციები, როგორც ეს განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობითა და რეგულაციებით, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება იმ სანქციებით, რომელიც დაწესებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და სხვა შესაბამისი იურისდიქციის მიერ).
იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განცხადება არ არის ზუსტი ან/და ნებისმიერ დროს დაირღვა კონტრაქტორის მიერ, ეს უკანასკნელი ანაზღაურებს და პასუხისმგებელია ჯიმ ბრიზის, მისი ხელმძღვანელების, დირექტორ(ებ)ის, თანამშრომლების და აგენტების წინაშე, ასევე მათ წინააღმდეგ წარმოშობილ საჩივარზე/სარჩელზე, ვალდებულებაზე, ზიანზე, დანაკარგსა და დანახარჯზე (ნებისმიერი პირდაპირი, არაპირდაპირი, შედეგობრივი ან შემთხვევითი ზიანი, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საადვოკატო ხარჯების გონივრული ოდენობით), რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების განცხადების დარღვევით. პასუხისმგელობისგან დაცვის მუხლი ძალაშია წინამდებარე წესებისა და პირობების მხარეთა შორის მოქმედების ძალის შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდეგაც. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებაზე უარის თქმის გარეშე, ჯიმ ბრიზი ასევე იტოვებს უფლებას შეწყვიტოს მომხმარებლისთვის წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.
საფასურის გადახდა.
პადელის კორტებით სარგებლობის შემთხვევაში:
მომხმარებელი შეძენილი დროის საფასურს იხდის დამოუკიდებლად ან უნაწილებს გადასახდელად თანამოთამაშეებს ვებ-გვერდზე მოწვევის მეშვეობით, რა შემთხვევაშიც, ვებ-გვერდზე უთითებს მეგობრის სახელს და ტელეფონის ნომერს.
აღნიშნულ მეგობარს მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ჯიმ ბრიზისგან გაეგზავნება მოწვევა, სადაც მითითებული იქნება მომწვევი პირის სახელი და გვარი და თხოვნა, ჯიმ ბრიზის ვებ-გვერდზე შესვლის შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ თანაგადახდაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ვებ-გვერდზე პროფილის მქონე რეგისტრირებულ და 18 წელს მიღწეულ მომხმარებელს. გააფრთხილეთ თქვენი მეგობარი ჯავშნის შექმნამდე, რომ დარეგისტრირდნენ ჯიმ ბრიზის ვებ-გვერდზე, მომხმარებლის ასაკთან მიმართებით წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
ჯავშნის შემქმნელი მომხმარებლის მიერ მეგობრების მოწვევის შემდეგ მათ აქვთ 15 წუთი, რომ გადაიხადონ მათზე განაწილებული გადახდა. 15 წუთის განმავლობაში თანაგადამხდელის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელს, რომელმაც შექმნა ჯავშანი, ეძლევა შესაძლებლობა თავად განახორციელოს მეგობარზე განაწილებული არგადახდილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯავშანი გაუქმდება სრულად, ხოლო გადახდილი თანხა აესახებათ გადამხდელ მომხარებლებს მათი გადახდილი თანხის პროპორციულად მომხარებლის პროფილზე შესაბამისი ბალანსის სახით, რომელიც გაიქვითება მომდევნო ჯავშანში.
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
ჯიმ ბრიზს არ აქვს წვდომა არც ანგარიშსწორების გვერდზე და არც მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება, ხოლო მომხმარებლის დაჯავშნილი დროის და სხვა ინფორმაციის შესახებ შეტყობინება გამოჩნდება ვებ-გვერდზე ჯავშნების ნაწილში.
პადელის ტურნირზე მონაწილეობის შემთხვევაში:
პადელის ტურნირზე რეგისტრაციის ეტაპზე მონაწილემ დამატებით უნდა დაარეგისტრიროს 1 (ერთი) თანამოთამაშე, ვებ-გვერდის სარეგისტრაციო ველში მოთხოვნილი მონაცემების მითითებით.
გაითვალისწინეთ, რომ 1 მომხმარებელს შეუძლია ტურნირის არაუმეტეს 2 (ორი) ბილეთის შეძენა.
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
ტურნირის ბილეთში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება მონაწილისთვის უკან დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჯიმ ბრიზის ვებ-გვერდის ტექნიკური შეფერხებიდან გამომდინარე, მომხმარებლის საბანკო ბარათიდან მოხდა ტურნირის ბილეთის თანხის ჩამოჭრა ისეთ დროს, როდესაც შევსებული იყო ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა.
სარეგისტრაციო ველში მოთხოვნილი მონაცემების შეყვანის შემდგომ მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს.
ჯიმ ბრიზს არ აქვს წვდომა არც ანგარიშსწორების გვერდზე და არც მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
ჯიმ ბრიზი უფლებას იტოვებს, შეზღუდოს ვებ-გვერდზე და/ან ტურნირზე მონაწილის წვდომა, თუ მიიჩნევს, რომ მონაწილის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები, ტურნირის წესები, მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, არის არასრულწლოვანი, თუ მონაწილე თავისი ქმედებებითა და განცხადებებით რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჯიმ ბრიზს ან თუ მონაწილე არსებითად არღვევს კორტებზე ქცევის წესებს. ჯიმ ბრიზი ასეთ დროს, უფლებამოსილია არ დაუშვას მონაწილე ტურნირზე ან შეუზღუდოს / შეუწყვიტოს მას ჯიმ ბრიზის პადელის კორტებზე ტურნირის ფარგლებში წვდომა, ასეთი მონაწილისთვის ტურნირის ბილეთის ღირებულების დაბრუნების გარეშე.
პადელის ჯგუფურ გაკვეთილებში გაწევრიანების შემთხვევაში:
პადელის ჯგუფური ვარჯიშების შესაძენად, მოთამაშე იხდის მის მიერ დაკომპლექტებული ჯგუფისთვის - 4 (ოთხი) მოთამაშისთვის განსაზღვრულ მომსახურების ჯამურ ღირებულებას.
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
პადელის ჯგუფურ გაკვეთილებში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება მოთამაშეებისთვის უკან დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჯიმ ბრიზის ვებ-გვერდის ტექნიკური შეფერხებიდან გამომდინარე, მომხმარებლის საბანკო ბარათიდან მოხდა პადელის ჯგუფური გაკვეთილების თანხის ჩამოჭრა ისეთ დროს, როდესაც შევსებული იყო პადელის ჯგუფურ გაკვეთილებზე დამსწრე პირთა რაოდენობა და/ან დასრულებული იყო პადელის ჯგუფურ გაკვეთილებზე რეგისტრაციის ვადა.
სარეგისტრაციო ველში მოთხოვნილი მონაცემების შეყვანის შემდგომ მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს.
ჯიმ ბრიზს არ აქვს წვდომა არც ანგარიშსწორების გვერდზე და არც მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ჯიმ ბრიზი უფლებას იტოვებს, შეზღუდოს ვებ-გვერდზე და/ან პადელის ჯგუფურ გაკვეთილებზე მოთამაშის წვდომა, თუ მიიჩნევს, რომ მოთამაშის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები, მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, არის შეცნობადად არასრულწლოვანი, თუ მონაწილე თავისი ქმედებებითა და განცხადებებით რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჯიმ ბრიზს ან თუ მოთამაშე არსებითად არღვევს კორტებზე ქცევის წესებს. ჯიმ ბრიზი ასეთ დროს, უფლებამოსილია არ დაუშვას მოთამაშე პადელის ჯგუფურ გაკვეთილებზე ან შეუზღუდოს / შეუწყვიტოს მას ჯიმ ბრიზის პადელის კორტებზე პადელის ჯგუფური გაკვეთილების ფარგლებში წვდომა, ასეთი მოთამაშისთვის პადელის ჯგუფური გაკვეთილების ღირებულების დაბრუნების გარეშე.
აქსესუარები
პადელის კორტით სარგებლობის ფარგლებში, მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში თამაშის დროით ჯიმ ბრიზისგან ქირაობს პადელის სათამაშო აქსესუარ(ებ)ს მის მიერ მითითებული ოდენობით. ხოლო, პადელის ტურნირსა და პადელის ჯგუფური ვარჯიშებში გაწევრიანების შემთხვევაში, მოთამაშეს დროებით სარგებლობაში გადაეცემა პადელის სათამაშო აქსესუარები (პადელის ჩოგნები, ბურთები და პადელის სათამაშოდ საჭირო სხვა ინვენტარი)
მომხარებელი ვალდებულია აქსესუარი დააბრუნოს იმავე კონდიციაში, როგორშიც ის გადაეცა. ჯიმ ბრიზის აქსესუარის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, მომხმარებელი ჯიმ ბრიზს უნაზღაურებს მიყენებულ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ ზიანს (მათ შორის და არა მხოლოდ, დაზიანებული / განადგურებული აქსესუარ(ებ)ის ღირებულება).
პასუხისმგებლობას თამაშის დროს ნაქირავები აქსესუარების ანაზღაურებაზე სოლიდარულად კისრულობენ თანამოთამაშეები. ჯიმ ბრიზი არ არის ვალდებული, გააკონტროლოს ან დაადგინოს, ვინ განახორციელა აქსესუარის დაზიანება, მომხმარებელმა თუ მის მიერ მოწვეულმა თანამოთამაშეებმა.
პადელის კორტებით სარგებლობის ეტაპზე კორტებზე წვდომა და წვდომის შეზღუდვა
მომხმარებელს კორტებზე წვდომა შესაძლოა პერიოდულად შეეზღუდოს, რაშიც იგულისხმება როგორც ის შემთხვევა, როცა ჯიმ ბრიზმა შესაძლოა, ვერ უზრუნველყოს დაჯავშნილ დროს მომხმარებლის დაშვება, ასევე თამაშის დროს შესაძლოა, საჭირო გახდეს თამაშის შეწყვეტა:
ცუდი ამინდის;
კომუნალური მომსახურებების პროვაიდერების მიერ საჭირო მომსახურების მიწოდების შეწყვეტის;
გადაუდებელი სამუშაოების; ან
ჯიმ ბრიზის კონტროლის მიღმა არსებული სხვა ობიექტური გარემოებით.
ასეთ შემთხვევაში, ჯიმ ბრიზი მომხმარებელს უნაზღაურებს ჯავშნის იმ დროს, რომლის გახარჯვა არ დაწყებულა მომხმარებლის მიერ. მაგალითად, თუკი შეძენილია ორი სათამაშო საათი და თამაში შეწყდა ან შეჩერდა პირველი საათის მეოცე წუთზე, მოხმარებელს სრულად აუნაზღაურდება მეორე სათამაშო საათი.
ანაზღაურებაში იგულისხმება გადახდილი თანხის ასახვა შესაბამისი მომხმარებლის პროფილზე გამოსაყენებელი ბალანსის სახით, რომელიც გაიქვითება მომდევნო ჯავშანში.
ჯიმ ბრიზი უფლებას იტოვებს, შეზღუდოს ვებ-გვერდზე ან პადელის კორტებზე მომხარებლის წვდომა, თუ მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, არის შეცნობადად არასრულწლოვანი, არის სანქცირებულ პირთა სიაში, მისი ქმედებებითა და განცხადებებით რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჯიმ ბრიზს ან თუ მომხმარებელი არსებითად არღვევს კორტებზე ქცევის წესებს. ჯიმ ბრიზი ასეთ დროს, უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს მომხმარებლის პროფილით/კორტებით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს ჯიმ ბრიზის გუნდს.
პადელის ტურნირებისა და პადელის ჯგუფური გაკვეთილების თარიღებისა და დროის ცვლილება
პადელის ტურნირებისა და პადელის ჯგუფური გაკვეთილების თარიღები შესაძლოა ჯიმ ბრიზის გადაწყვეტილებით პერიოდულად შეიცვალოს, რაც შეიძლება მათ შორის გამოწვეული იყოს:
ამინდის გაუარესებით;
კომუნალური მომსახურებების პროვაიდერების მიერ საჭირო მომსახურების მიწოდების შეწყვეტით;
გადაუდებელი სამუშაოებით; ან
ჯიმ ბრიზის კონტროლს მიღმა არსებული სხვა ობიექტური გარემოებით.
ასეთ შემთხვევაში, ჯიმ ბრიზი პადელის ტურნირებისა და პადელის ჯგუფური გაკვეთილების მოთამაშეებს შესთავაზებს პადელის ჯგუფური გაკვეთილების ალტერნატიულ თარიღებსა და დროს, თუ აღნიშნული ექვემდებარება ალტერნატიული თარიღითა და გრაფიკით ცვლილებას. ხოლო, ასეთ ალტერნატიულ დროსა და თარიღებში მოთამაშეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პადელის ჯგუფურ გაკვეთილებში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
კორტების ცვლილება
იმისთვის, რომ უზრუნველყოს ყველა მომხმარებლის შეძლებისდაგვარად დაშვება მის ოპერირებაში არსებულ კორტებზე, ჯიმ ბრიზი უფლებას იტოვებს, დაჯავშნის შემდეგ შეცვალოს მომხმარებლის მიერ შეძენილი კორტის ნომერი ან კონკრეტული სათამაშო დროის გასრულების შემდეგ, თხოვოს მომხმარებელსა და თანამოთამაშეებს, სათამაშო კორტის შეცვლა მომდევნო ჯავშნის საათისთვის.
ჯავშნის გაუქმება
პადელის კორტებით სარგებლობის ეტაპზე ჯავშნის გაუქმება შესაძლოა მოხდეს, როგორც მომხმარებლის, ასევე ჯიმ ბრიზის მიერ. ჯიმ ბრიზის მიერ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, იხ. წესებსა და პირობებში „კორტებზე წვდომის“ განყოფილება.
მომხარებლის მიერ პადელის კორტის ჯავშნის გაუქმება შესაძლოა მოხდეს, შემდეგი წესის დაცვით:
მომხმარებელს შეუძლია ჯავშნის გაუქმება ჯავშნის დაწყებამდე არაუგვიანეს 4 საათისა.
თუ ჯავშნის გაკეთების მომენტში ჯავშნის დაწყებამდე დარჩენილია 4 საათზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი დრო, ასეთ შემთხვევაში ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ჯავშნის გაკეთებიდან 15 წუთის განმავლობაში.
თუ ჯავშნის გაკეთების მომენტში ჯავშნის დაწყებამდე დარჩენილია 30 წუთზე ნაკლები და 15 წუთზე მეტი დრო, ასეთ შემთხვევაში ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ჯავშნის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხის ასახვა მოხდება შესაბამისი მომხმარებლის პროფილზე გამოსაყენებელი ბალანსის სახით, რომელიც გაიქვითება მომდევნო ჯავშანში.
თუ მომხმარებელი პადელის კორტს ჯავშნის, ჯავშნის დაწყებამდე 15 წუთის განმავლობაში, ასეთი ჯავშანი არ ექვემდებარება გაუქმდებასა და გადახდის თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნებას.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჯიმ ბრიზი არ არის პასუხისმგებელი კორტებზე თამაშის დროს მოთამაშეების ტრავმებზე. ჯიმ ბრიზს ადგილზე აქვს პირველადი დახმარების ყუთი, თუმცა ყველა მოთამაშე, რომელიც მიიღებს თამაშისას რაიმე სახის ტრავმას, რეკომენდირებულია, გაესინჯოს ექიმს.
ჯიმ ბრიზი არ არის პასუხისმგებელი, თამაშის დროს ამინდის გაუარესებაზე ან სხვა ობიექტური გარემოების გამო, რომელიც არ შედის ჯიმ ბრიზის კონტროლში, თამაშის შეწყვეტაზე. დაწყებული და შეწყვეტილი თამაშის შემთხვევაში, ჯიმ ბრიზი არ ანაზღაურებს უშუალოდ შეწყვეტილი თამაშის საფასურს, თუმცა ანაზღაურებს გაუხარჯავ სათამაშო დროს თუ თამაშის შეწყვეტა მოხდა ჯიმ ბრიზის უშუალო და პირდაპირი პასუხისმგებლობის შედეგად.
ჯიმ ბრიზი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს, ამ ვებ-გვერდზე თავდაცვის მექანიზმების შემუშავებას, მაგრამ არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების არასანქცირებულ წვდომაზე.
ჯიმ ბრიზს თავად არ აქვს წვდომა და შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე. მათ შორის, ჯიმ ბრიზი არ შეიძლება გახდეს პასუხისმგებელი მესამე პირების წინაშე, სათამაშო დროის შესაძენად მომხმარებლის მიერ სხვა მესამე პირის საბანკო ბარათის უნებართვოდ გამოყენებაზე.
ჯიმ ბრიზის პასუხისმგებლობის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა შემოფარგლულია მომხმარებლის მიერ ჯიმ ბრიზის მომსახურებით სარგებლობის ფარგლებში ბოლო ინვოისის საფუძველზე გადახდილი თანხის ოდენობით.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
მოცემული ვებ-გვერდი, ვებ-გვერდზე განთავსებული ტექსტი, გრაფიკა, ლოგო, ფოტო-ვიდეო მასალა და სხვა გამოსახულებები ეკუთვნის ჯიმ ბრიზს ან იმყოფება მის კანონიერ მფლობელობასა და სარგებლობაში.
ჯიმ ბრიზი წარმოადგენს ჯიმ ბრიზის სასაქონლო ნიშნის ექსკლუზიურ კანონიერ მოსარგებლეს.
ჯიმ ბრიზის საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების, მათ შორის და არა მხოლოდ, ჯიმ ბრიზის ან ამ ვებ-გვერდზე ინტეგრირებული სხვა მესამე პირების სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება წარმოადგენს კანონის დარღვევას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ჯიმ ბრიზი იტოვებს უფლებას, მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს მათი დაცვისთვის და დამრღვევს აანაზღაურებინოს ნებისმიერი სახის ზიანი (პირდაპირი და/ან არაპირდაპირი) სასამართლო ხარჯების ჩათვლით.
წესების და პირობების მოქმედება და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები კონკრეტულ მომხმარებელთან მიმართებაში მოქმედებას იწყებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე თანხმობის გამოცხადებისას და მოქმედებს მომხმარებლის მიერ პროფილის გაუქმებამდე. პროფილის გაუქმება არ ათავისუფლებს მომხმარებელს პროფილის გაუქმებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან.
წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტა ასევე შეიძლება განხორციელდეს ამ წესებითა და კანონებით გათვალისწინებულ, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მარეგულირებელი სამართალი და დავების განხილვის წესი
ეს წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავები განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ.
კონტაქტი: ნებისმიერი კითხვის/პრეტენზიის შემთხვევაში მოგვმართეთ:
ელ-ფოსტა: info@gymbreeze.ge
მისამართი: კოსტავას ქ. 14, თბილისი, საქართველო, შპს „აჭარა ჯგუფი“.
